вторник, 14 октября 2008 г.

პროექტის სახელწოდება:    ” წუთიერი სიამოვნება”  საცდელი პროექტი
პროექტის მოკლე აღწერა:    ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანა და გავრცელება საქართველოში დღეისათვის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად დგას. განსაკუთრებით საგანგაშოა, ის ფაქტი, რომ მომხმარებელთა რიცხვი ბოლო წლებში განსაკთრებით გაიზარდა 130-250000-მდე, ხოლო ასაკი ორი წლით გაახალგაზრდავდა. 
პროეტის სრული აღწერა:    ნარკოტიკებზე უარის თქმა მხოლიდ ერთხელ შეიძლება, ისიც პირველად.
     საქართველოში ნარკომანიამ XXI საუკუნეში კატასტროფული მასშტაბები მოიცვა, თუ კი ეს წამალი ძველ საუკუნეებში თავისუფლად გამოიყენებოდა, ხოლო შემდეგ ძირითადი მომხმარებლები, ციხის ბინადარნი და ქუჩის მაცხოვრებლები იყვნენ, დღეს ეს ყველაფერი ყველასთვის ხელმისაწვდომია, თვითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებში  ისე დამკვიდრდა, რომ ვერც თუ არც შეგვიმჩნევია. 
       ვინ იცის ან ვის აინტერესებს, რამდენი ახალგაზრდა იღუპება ყოველდღიურად. სამწუხაროდ ეს ყველაფერი გოგოებშიც გავრცელდა, ძალიან ბევრი ცნობილი სახე გახდა ამ სენის მსხვერპლი.
       საუკუნეების  მანძილზე ვერაფერი დაგვაკლო ურიცხვი მტრის შემოსევებმა, სამაგიეროდ დღეს, ნარკოტიკებით გაბრუებული ადამიანი  თვითგანადგურების ჟინით ატანილი ჯოჯიხეთისკენ მიექანება. 
         არის კი საშველი?  
მონაწილეთა ასაკი/კლასები:   IX-X-XI-XIIკლ
ვადები/ხანგრძლივობა:   სამი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  ბავშვები მსჯელობენ და სახავენ გზებს შექმნილი მდომარეობიდან გამოსასვლელად, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს, სწავლობენ სხვისი აზრის მოსმენას და გაზიარებას.
     დამოუკიდებლად მუშაობენ მასალის მოძიებაზე, იყენებენ ფოტო და ვიდეო მასალას, მუშაობენ ინტერვიუზე, ატარებენ კვლევას რამდენად საზიანოა ნარკოტიკი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რა გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე.
    სახავენ მიზნებს როგორ დაეხმარნონ თავიანთ თანატოლებს, მსჯელობენ და აკეთებენ დასკვნებს, როგორ აიცილონ თავიდან ეს საშინელი  სენი. ატარებენ კველვას რა იწვევს ნარკოტიკზე დამოკიდებულებას.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:   ანტი რეკლამის გაკეთება, ფოტო დავიდეო მასალის მოძიება, ინტერვიუს ჩაწერა, კვლევა.
სარგებელი სხვებისთვის:  ბავშვებში ხელს შევუწყობთ მეტი ინფორმაციის მიღება გაცემის, საღი აზროვნების და მსჯელობის უნარის განვითრებს. შეეცდებიან თავი დაიცვან ამ საშინელი სენისგან. გააკეთონ საკონფერენციო თემა, ესეები, შექმნან ბლოგი, გამოიყენონ ყველა მათ ხელთ არსებული ტექნიკუირ საშუალება, ფოტო აპარატი, ტელეფონი, ფოსტა, ხმის ჩამწერი, Movie Maker, Pover Pointi, Piqture Manager, შექმნას საინფორმაციო ბილბორდები.
სამუშაო ენა: ქართული
                           ინგლისური 
                           რუსული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება -(ნარკომანიის თემასთან დაკავშირებით, ნახატების, ანტი რეკლამის მომზადება, ბილბორდების მომზადება)
ლიტერატურა - ( მხატვრული ფილმების ჩვენება - ლევან ანჯაფარიძის ”ორმაგი სახე”, ლევან თუთბერიძის ფილმი ” გასეირნება ყარაბაღში”,  აჩიკო ქავთარაძის ” სუბორდინაცია”.  რობერტ სტურუას ”მერე რა რომ სველია სველია სველი იასამანი”, ირაკლი ჩარკვიანის ” მშვიდი ცურვა”. იმსჯელებენ, გააკეთებენ საკუთარ მოსაზრებებს, გაუზიარბენ ერთმანეთს თავიანთ ნააზრევს. დაწერენ საკონფერენციო თემებს, ესეებს.
ბიოლოგია - (გამოიკვლევენ და იმსჯელებენ რა ზიანის მოტანა შუძლია ნარკოტიკს ადანიანის სხეულზე, გონებაზე, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის სულიერი დაფიზიკური მდგომარეობა, რა ზიანის მიტანა შეუძლია გარშემომყოფებზე, იმსჯელებნ იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ საშინელი სენით დაავადებული ადამიანებისთვის და აქვთ თუ არა მათ გადარჩენის შანსი)
ქიმია -  ( გამოიკვლევენ რა შემადგენლობისაა თითიოეული ნარკოტიკული ნივთიერება, რამდენად მოქმედებს ამ ყველაფრის  წარმოება გარემოზე და რა ქიმიური შენაერთები შეიძლება გახდეს მომაკვდნინებელი ადამიანისთვის. იმსჯელებენ იმაზე თუ რა პრეპარატებით შეიძლება ვუმკურნალოთ ნარკომანიით დაავადებულ ადამიანს.)
ისტორია - (მოიძიებენ ინფორმაციას საიდან და სად იღებს სათავეს  ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენეა, მოიძიებენ იმ ისტორიულ პიროვნებებს  რომლებიც ამ სენის მსხვერპლი გახდნენ)
სამართლის საფუძვლები - ( მოიძიებს სისხლის სამართლის კანონს, რომელ დანაშაულს რომელი მუხლი მიესადაგება, რა სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო, იმსჯელებნ, რამდენად სწორად და სამართლიანია მართმსაჯულება ასეთი ადამიანების მიმართ)
მათემატიკა - ( მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში არსებულ ნარკომანთა შესახებ, გამოითვლის მათ პროცენტულ მაჩვენებელს სზოგადოებაში, გამოითვლის სტატისტიკურ მონაცემებს, გამოიანგარიშებს რა თანხები იხარჯება ასეთი ადამიანების რეაბილიტაციისთვის და არის თუ არა ეს საკმარისი, გამოიანგარიშებს რამდენით იზრდება სახელმწიფოს ბიუჯეტი გადახდილი ჯარიმებისმიხედვით. )
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:   ნინო თხელიძე, 182-ე საჯარო სკოლის მენეჯერი, ncxveno.n@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:  http://narkotikebi.blogspot.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?224@@fb7a5fc@.1ea0816a